საფრანგეთის სამხრეთ ქალაქ მონპპელიეში, ბიჭი მოკლეს მოსფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ, საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებისას.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს, საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქში, ბიჭს მანქანა "ძალადობრივად დაეჯახა".
უწყება ამბობს, რომ ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ხალხმრავლობა ქუჩაში და მანქანა, რომელიც უწესრიგოდ მოძრაობს.
თამაშის შემდეგ გულშამეტკივრები ერთმანეთს პარიზსშიც დაუპირისპირდნენ, ხალხის დასაშლელად პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
ცნობისთვის, გუშინდელი თამაში საფრანგეთის სასარგებლოდ 2-0 დასრულდა, რითიც ქვეყანამ საგზური მოიპოვა ფინალში, სადაც არგენტინას შეხვდება.