კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება - კობახიძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებული რეზოლუცია კორუფციის გამოვლინებაა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა.

მანამდე კობახიძემ, ასევე, თქვა, რომ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

"ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და ეს დოკუმენტიც, რომელიც დამტკიცდა, არის კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება, ეს ფულთან არის დაკავშირებული თუ სხვა რამესთან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოხატულება, თავისთავად, ის რეზოლუცია რომელიც დაამტკიცა ევროპარლამენტმა საქართველოს თემაზე, დაკავშირებული კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში", - თქვა კობახიძემ. 

მისი განცხადებით, ევროპარლამენტისა და EU-ს ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას სერიოზულად უნდა შეხედოს. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი