თუ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე - წითლიძე შიმშილობას იწყებს

გამოქვეყნდა:

მე არ შემიძლია, ვუყურო პრეზიდენტს სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რათა გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - განაცხადა ენმ-ს ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ ფრაქციის სამი წევრი შიმშილობას იწყებს.

"პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, ჩემი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა, მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული, ამგრამ მე არ შემიძლია, ვუყურო პრეზიდენტს სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რათა გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე, ამიტომ მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყებ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტს სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა",- თქვა ანი წითლიძემ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი