იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 1 წელში სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე დახარჯა. მისივე თქმით, ზოგადად 1 პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.
"200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, - თქვა მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში, რატი იონათამიშვილის შეკითხვის პასუხად.