გრიგორი ლეპსი, კადიროვის შვილები, "როსკომნადზორი", რუსული მედიასაშუალებები... | ვის შეეხო EU-ის სანქციების მე-9 პაკეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი გამოქვეყნდა - ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC წერს.

გამოცემის თანახმად, სანქციები შეეხება:

  • რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყველა ფილიალს და მათთან კავშირში მყოფებს
  • ყველა საპარლამენტო პარტიას: "ერთიანი რუსეთი", რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, "სამართლიანი რუსეთი" და "ახალი ხალხი". ასევე სახელმწიფო სათათბიროს 40 დეპუტატსა და ფედერაციის საბჭოს 44 წევრს.
  • რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წევრს.
  • ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას, განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვს, მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ვალერი ფალკოვს, კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას.
  • მოსკოვის საკრედიტო ბანკს, სრულიად რუსული რეგიონული განვითარების ბანკს, შორეული აღმოსავლეთის ბანკს.
  • როსკომნადზორს.
  • შვიდი რუს გუბერნატორს.
  • ტელეწამყვან ბორის კორჩევნიკოვის, მომღერალ გრიგორი ლეპსის, რეჟისორ და ტელეწამყვან ნიკიტა მიხალკოვს, მთარგმნელ და ბლოგერს დიმიტრი პუჩკოვის, რამზან კადიროვის ქალიშვილებს - აიშატი და კარინა.

გარდა ამისა: 

  • ევროკავშირმა აკრძალა საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიისთვის საქონლის მიწოდება, ასევე რუსეთისთვის თვითმფრინავების მიწოდება.
  • ევროპული ინვესტიციები ენერგეტიკისა და სამთო სექტორებში აკრძალულია, გარდა გარკვეული წიაღისეულის მოპოვებისა.
  • რუსულმა პირველმა არხმა, ტელეკომპანია Rossiya, NTV და Ren-TV დაკარგეს ლიცენზია ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობისთვის.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი