კალაძის ზონდერ ჯგუფები აჭარაში - "ქართული ოცნების" საარჩევნო გეგმები და ოპოზიციის შეფასება სკანდალურ ბრალდებაზე 

გამოქვეყნდა:

მოახლოებული არჩევნები და ზონდერ ჯგუფების მობილიზება მმართველი ძალის სასარგებლო - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ამ პრაქტიკაზე უარს არც ამჯერად იტყვის და არჩევნებში ასეთ დაჯგუფებებს ამომრჩევლების დასაშინებლად და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, აქტიურად გამოიყენებს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერს, რომელიც გუშინ უშუალოდ დაადანაშაულეს კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, კახა კალაძის მხრიდან ასეთი საქციელი პირველი არ იქნება   

"არჩეული მერი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული თბილისელების პრობლემების მოგვარებით, ეს ადამიანი ყველაზე უფრო კორუფციაში ჩაფლული ვულგარული პოლიტიკოსი, არაერთხელ შემჩნეულია კანონიერ ქურდებთან კავშირში, ეს ადამიანი პირდაპირ არის პოლიტიკურ რეპრესიებში ჩართული" ამბობს "ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.

ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ჯგუფებთან ესეთი კონტრაქტი აქვს ივანიშვილს ხელისუფლებას ეს ყველამ ვიცით- ასე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები პირდაპირ ასახავს იმ კრიმინალურ რეალობას, რაც ქვეყანაშია:

"ეს ყველაფერი ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის და პირდაპირ უკავშირდება იმ კლიმატს, მათ შორის იმ კრიმინალურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია" - ამბობს ბოკერია.

მოახლოებული არჩევნების წინ, ე.წ. ზონდერ ჯგუფების მობილიზებაში თბილისის მერი, ბათუმში დაკავებული სპორტსმენის, რეზო წულუკიძის ოჯახმა დაადანაშაულა. წულუკიძეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათზე შური იძია, რადგან საარჩევნო მხარდაჭერის გამოცხადებაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც რეზო წულუკიძეს ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი