კახა კალაძემ აჭარის პოლიციის უფროსს დაურეკა და წულუკიძის გაჩუმება მოსთხოვა - ფირუზ წულუკიძე

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძე, გადაცემაში "დღის სტუმარი" ყვება, რომ თბილისის მერმა, აჭარის პოლიციის უფროსს, კოტე ანანიაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მოჭიდავე ქვეყნიდან წასულიყო, გაჩუმებულიყო და მხოლოდ ასე მოგვარდებოდა დაპირისპირება მასსა და ქურდულ გარემოცვას შორის. 

კოტე ანანიაშვილს შევხვდი და პირდაპირ მითხრა, რომ მე, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ სიტუაცია გამენეიტრალებინაო და მე ვიცი, რომ ეს კოტე ანანიაშვილის პირადი გადაწყვეტილება არ იყო და ვიცი, რომ თბილისიდან დაურეკეს და აქიდან გამომდინარე გადადგა ეს ნაბიჯი.... ეს არის მერი, თბილისის მერი. მე ამაში დარწმუნებული ვარ, არ შემიძლია, ამაზე ჩანაწერი მოვიტანო ან ვიდეოჩანაწერი ან ხმოვანი. უბრალოდ, დადასტურებით ვიცი, რომ ეს ასე მოხდა და ვიცი იმათგან, ვისთანაც ეს დაპირისირება მაქვს, - ამბობს ფირუზ წულუკიძე. 

შეგახსენებთ, რომ რეზო წულუკიძე, რომლიც რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ მას სჯიან იმის გამო, რომ ხელისუფლებას დახმარებაზე უარი უთხრა. წულუკიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და ე.წ. კანონერ 
ქურდებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, რეზო წულუკიძე აპრილში, ბათუმში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ელდარ ანთაძეც. გამოძიებამ მათ ბრალი ჯგუფურად ხულიგნობის მუხლით წაუყენა. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი