მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.
"ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს ადამიანურად მოეპყროს და მათი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა უზრუნველყოს",- ნათქვამია სენატორ რიშის წერილობით პასუხში.
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას".
"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ამერიკის ხმისთვის" მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.
ამავე თემაზე: