უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იმისთვის, რომ პუტინის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების გატაცება და ტერიტორიების ოკუპაცია მაქსიმალურად "ძვირი" დაუჯდეს. 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი პრაქტიკულად გაქრა საერთაშორისო ასპარეზიდან. 

ეს არის ოკუპანტების პოლიტიკა, რომელიც გრძელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და არცერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ან მუშაობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს არ არის დაცული მაგრამ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მსგავსი მუქარის ტონი გრძელდება კრემლიდან და საქართველოს ხელისუფლებას დღემდე, 8 წლის განმავლობაში არ აქვს მიზანმიმართული, გამართული სტარატეგია მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისთი - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ოკუპაციასთან დაკავშირებით სტრატეგია არ გააჩნია.

უნდა იქნას გამოყენებული ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ყველა ტრიბუნა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით წარსულ შემთხვევებშიც, იმედი მაქვს აქ არაფერი ასეთი არ მოხდება, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა ამას, რომ მაქსიმალური პოლიტიკური ფასი დაუჯდეს პუტინის ხელისუფლებას ეს ამბავი. ჩვენი პრობლემა მათ შორის ისიცაა, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სტრატეგია და პოლიტიკური ნება, რომ ასე მოიქცეს - თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 18 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა  გატაცებულ საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კუბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც გაანცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არაემდ კვალფიციური იურისტები სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი