
ეუთოში ამერიკის მუდმივმოქმედი მისია საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელიძის გატაცებაზე განცხადებას ავრცელებს. მისია გმობს საქართველოს მოქალაქის დაჭრას და რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებულ გაათავისუფლოს ის.
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედროებმა 11 ივლისს საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიის გასწვრივ.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას, ამ ფაქტს და მოვუწოდებთ მისი დაუყვონებლივ განთავისუფლებისკენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტური ტერიტორიებიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას - აღნიშნულია განცხადებაში.
შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
დღეს, 18 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა გატაცებულ საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი.
საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.
კუბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც გაანცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.
ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არაემდ კვალფიციური იურისტები სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.