
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო პროცესის გამო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირება ხდება. ამ თემაზე კითხვას მან ჟურნალისტებთან უპასუხა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა სისტემამ პოლიტიზირების სივრცე არ უნდა დატოვოს.
ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სვრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის, სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება, ამის მორალური ფაქტორის შეფასება, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამაზე, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია ეს ქვეყნის ტრაგედიაა და ჩვენი ზრუნვა ოჯახზე, პირველ რიგში, უნდა გამოვხატოთ იმით, რო ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიამ აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოიძიოს საქმე ისე, რომ ოჯახს და საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია წყალში დახრჩობით გახდა. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.
შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.