სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია - გახარია გახელაძეზე

გამოქვეყნდა:

პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის გატაცებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია. ამ თემაზე მან მედიასთან ისაუბრა.

გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული. ესეც ის საკითხია, რომლზეც ჩვენ სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა - თქვა გიორგი გახარიამ.

დღეს, 18 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა  გატაცებულ საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კუბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც გაანცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არაემდ კვალფიციური იურისტები სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი