​არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი - საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა და საერთაშორისო ასპარეზიდან გამქრალი საქართველოს პრობლემა - ოპოზიციის აზრით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმ მძიმე ვითარების, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის შექმნილი.

საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმმა დღეს განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ დაჭრილი გახელაძე კარანტინშია გადაყვანილი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთმა არც ერთხელ არ აგო პასუხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი დანაშაულის გამო და ამ მიდგომამ ოკუპანტების ქმედებები წაახალისა. მათივე თქმით, ხელისუფლება სათანადოდ არ მოეკიდა "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას" სიას:

"ნუ ხართ დაკავებული უსაქმურობით და ფუქსავატობით. სად არის საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე? გააქრეთ საერთოდ ჩვენი თემა და ეს იყო გარანტი იმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ ეხებოდნენ - ამბობს "ახალი საქართველოს" გიორგი ვაშაძე

"ეს ლეკიანობა, გატაცებები, ჩვენი მოქალაქეების დახოცვა, წამება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობით - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა 

"ეს არის ქართული ოცნების დამსახურება. იციან, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არაფერში არ ადარდებს არც ოკუპაცია, არც სამაჩაბლო, არც მავთულხლართები - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას. პრემიერ მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ამოქმედებულია სპეციალური ცხელი ხაზი და სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი:

"გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული"-  ამბობს გახარია

33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი