ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს - ვიცეპრემიერი

გამოქვეყნდა:

ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ გაავრცელა განცხადება. დადასტურდა, რომ აგვისტოს ომში, ქართულ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავეებად გამოცხადდნენ რუსული და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ჰააგის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც პრემიერი და არც პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი