როდის გაიგზავნება უკრაინაში გენერატორები? - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა

გამოქვეყნდა:

10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა უკრაინისთვის გენერატორებს შეიძენდა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ასევე უცნობია, რა რაოდენობის შესყიდვას აპირებს "ოცნება", ან როდის აპირებს ტვირთის გაგზავნას უკრაინაში.

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკება ამ საკითხზე მიმდინარეობს და გენერატორები წლის ბოლოს გაიგზავნება.

​მმართველი პარტიის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ მთავრობას სურვილის შემთხვევაში მარტივად შეეძლო შესყიდვა დაჩქარებული წესით განეხორციელებინა, თუმცა, ოცნების ხელისუფლებისთვის უკრაინის დახმარება პრიორიტეტი არ არის. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი