უკრაინა ამაყობს თქვენით. მე ვამაყობ თქვენით! - ზელენსკი ბახმუტში მებრძოლ გმირებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ომის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტში მყოფ უკრაინის დამცველებს სიმამაცისა და გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და დააჯილდოვა. ზელენსკი ბახმუტში დღეს იმყოფებოდა:

"ბახმუტის ციხე. ჩვენი ხალხი. მტრის წინაშე დაუმორჩილებელი. ვინც თავისი სიმამაცით ამტკიცებს, რომ ჩვენ გავძლებთ და არ დავთმობთ ჩვენსას.

უკრაინა ამაყობს თქვენით. მე ვამაყობ თქვენით! მადლობა გამბედაობისთვის, გამძლეობისა და სიმტკიცისთვის მტრის თავდასხმების მოგერიებისას" წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი