ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში - კადრები ბახმუტიდან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში გავრცელდა, ის დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

ოკუპანტები ქალაქ ბახმუტის აღებას მაისის შემდეგ უშედეგოდ ცდილობენ და მას ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავენ.

უკრაინის სახელმწიფო ტელეკომპანია Freedom-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბახმუტში სამხედროებს ჯილდოებს გადასცემს.

არხი ციტირებს ზელენსკის სიტყვებს:

"ბახმუტის გმირებმა უნდა მიიღონ იგივე, რასაც ყველა ადამიანი იღებს. ვუსურვებ მათ შვილებს, ოჯახებს - მათთან ყველაფერი კარგად იყოს, სითბო და ჯანმრთელობა იყოს.

ვისურვებდი, რომ იყოს სინათლე, მაგრამ ისეთი რთული ვითარება, რომ სინათლე ან არის, ან არა. მთავარია - შუქი შიგნით იყოს". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი