მიხეილ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება განგაშის საფუძველია საქართველოს ხელისუფლებისთვის - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის თავს კიდევ უფრო სუსტად გრძნობს. 

ეკა ხერხეულიძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, ზელენსკის განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის განგაშის საფუძველია.

"ამ დროისთვის ტემპერატურა აქვს 38, არის კიდევ უფრო სუსტად, ვიდრე აქამდე, კვების თვალსაზრისით პრობლემებია, მას არ შეუძლია საკვები მიიღოს და უფრო და უფრო უჭირს. 

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება გახლავთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული განცხადება, ვინაიდან ეს გახლავთ გმირი პრეზიდენტი, ომში მყოფი პრეზიდენტი და მისი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველია საქართველოს ხელისუფლებისთვის. მე მათ ვურჩევდი ყველაზე გავლენიან ადამიანს მოუსმინონ, თუ მათ სურთ, საქართველო ჩადგეს გავლენიანი ქვეყნების რიგში. ეს არის არაა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, ჩემი პოზიციაა, ის არის ძალიან სუსტად და ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია, რა თქმა უნდა, არ ვიცი", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მივიდა. ვასილ კაკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებას აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი