
პაკისტანის უშიშროების სამსახურმა კონტრტერორისტული ცენტრი დაიბრუნა, რომელიც რადიკალმა ისლამისტმა მებრძოლებმა კვირას აიღეს. შემთხვევის შედეგად, 33 ტერორისტი დაიღუპა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, შენობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ უშიშროების თანამშრომლებიც. მისი თქმით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, 2 სპეცრაზმელი დაღუპულია და დაშავებულია 15-მდე სამხედრო. ასევე, მისი თქმით, მძევლების აყვანა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთ-ერთმა ბოევიკმა, მცველს თავში აგური ჩაარტყა და იარაღი წაართვა.
"ყველა ტერორისტი" მოკლეს და ყველა მძევალი გაათავისუფლეს - თქვა მან.
ინფორმაციისთვის, რადიკალმა ისლამისტმა მებრძოლებმა კვირას აიღეს კონტრტერორისტული ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ბანუს რაიონში და მძევლები აიყვანეს სამთავრობო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის. მათ მიზანი პაკისტანის მეზობელ ავღანეთში გადასვლა იყო, რომელსაც თალიბები მართავენ.
იხილეთ ასევე :