
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, უკრაინას ტერაქტებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვაში, დასავლეთს კი ამის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებული სხდომაზე ისაუბრა.
"უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებული ძალები იბრძვიან, კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან და წვრთნებს ატარებენ, გზავნიან კილერებს და ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებენ. უკრაინის მთავრობა აკრძალული მეთოდებით მოქმედებს, ვგულისხმობ ტერაქტებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას და შეკვეთილ მკვლელობებს. დასავლეთი ცდილობს ამაზე თვალი დახუჭოს, ისევე როგორც ატომური შანტაჟის ელემენტებზე.
არსებული ვითარება ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობს. მათ ეს გლობალური დომინირების შესანარჩუნებლად და სხვა ქვეყნების, მათ შორის პარტნიორების დასასუსტებლად სჭირდება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასავლეთის მცდელობა, ჩვენი დასუსტების მიზნით უკრაინის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მერკელისა და პოროშენკოს აღიარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების წყარო არა რუსეთი, არამედ დასავლეთის მიერ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება გახდა. ეს გახდა დონბასის შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მიზეზი. სამხედრო ოპერაციის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნატოს ოფიცრები, არტილერისტები და სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან. ამასთან აქტიურად ახორციელებენ საინფორმაციო ომს. იყენებ ბეჭდვით და სატელევიზიო მედიას. დასავლეთი მხარს უჭერს კიევის ნაცისტურ რეჟიმს", - თქვა შოიგუმ.
ამავე თემაზე: