პრიგოჟინს ომში ქალების გაგზავნა სურს

გამოქვეყნდა:

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს, უკრაინის ომში ქალების გაგზავნა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკორდის პრესცენტრი ავრცელებს

პრიგოჟინი გამოეხმაურა სვერდლოვსკის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატის, ვიაჩესლავ ვეგნერის წერილს, რომელიც პრიგოჟინს წერდა, რომ მან ჯერ კიდევ მარტში წამოაყენა იდეა, რომ ომში პატიმრები გაეგზავნათ, ახლა კი სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების ქალმა პატიმრებმა მიმართეს, რომ მზად არიან ფრონტზე წასასვლელად, ექიმებისა და მედდების სახით.

"ვთვლი, რომ მათ ჩვენი ქვეყნის დახმარება შეუძლიათ. გთხოვთ განიხილოთ ეს მომართვა," - წერს პრიგოჟინს ვეგნერი

პრიგოჟინის გამოქვეყნებულ პასუხში ოლიგარქი ქალების ფრონტზე გაგზავნის იდეას ეთანხმება და სურს, რომ ისინი არა მხოლოდ მედდებისა და ექიმების, არამედ დივერსანტებისა და სნაიპერების როლითაც გაგზავნონ.

"აბსოლუტურად გეთანხმებით. არამხოლოდ მედდებად და სიგნალის გადმომცემებად, არამედ დივერსიული ჯგუფებისა და სნაიპერი წყვილების სახითაც. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ფართოდ გამოიყენებოდა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არის წინააღმდეგობა, მაგრამ, ვფიქრობ, გავიტანთ" - 
უპასუხა პრიგოჟინმა დეპუტატს.

იხილეთ ასევე :  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი