"ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ტიპაჟები, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც განასახიერებს აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე"
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძე სახალხო დამცველობის კანდიდატებზე - გიორგი ბურჯანაძეზე, ანა აბაშიძესა და ნაზი ჯანეზაშვილზე საუბრისას, რომლებსაც მმართველი პარტია მხარს არ უჭერს. პარლამენტმა დღეს ომბუდსმენი ვერ აირჩია