პარლამენტმა ვერც ომბუდსმენი, ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა დღეს, 22 დეკემბერს კენჭი უყარა სახალხო დამცველისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს.

ვერცერთ თანამდებობაზე ვერცერთი წარდგენილი კანდიდატი საკანონმდებლო ორგანომ ვერ აირჩია. 

მიზეზი პარტიებს შორის უთანხმოებაა, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრები ჩააგდო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გუშინვე თქვა, რომ ომბუდსმენს ვერ აირჩევდნენ, რადგან საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის წარდგენილი 5 კანდიდატიდან მხარს არცერთს არ უჭერს. თავის მხრივ, მანამდე "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეს მხარს არ დაუჭერდნენ, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. პარლამენტის მიერ ახალი სახალხო დამცველის 6 წლით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი