პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ კრემლმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა

გამოქვეყნდა:

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა, ისინი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ.

"მე გლობალურად არ ვეთანხმები სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ ნავალნის მსგავს ყველა ადამიანს მისცემოდა საშუალება, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. ისინი უნდა შეეკრიბათ, შეექმნათ ერთი საჯარიმო ბატალიონი და ჩემთვის უნდა გადმოეცათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა გმირულად დაიღუპებოდა", - ამბობს პრიგოჟინი.

შეგახსენებთ, რომ  პრიგოჟინს ომში ქალების გაგზავნა სურს, რადგან მისი თქმით, მათ ქვეყნის დახმარება შეუძლიათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი