"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება... პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება" | ბილ ბროუდერი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება", - წერს მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ევროპაში სასწარაფო მკურნალობა სჭირდება,
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება.

"ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება" - წერს ის. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. დაიკითხა ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს დემენციის ნიშნები აქვს და რომ ის, ქართულ ციხეში წამების მსხვერპლი გახდა.

პროცესზე დისტანციურად ჩართეს მიხეილ სააკაშვილი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ დღეს პირველად ნახა რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად. 

სასამართლო პროცესს მიხეილ  სააკაშვილი მხოლოდ მცირე ხნით ჩაერთო. ერთი საათის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესი უკვე მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.

სასამართლო 29 დეკემბრისთვის გადაიდო.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი