ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა 

გამოქვეყნდა:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 

გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 9 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. როგორც მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, იყო "გამოხატული სისუსტე და წნევის ცვალებადობა".  

ამ დროისთვის პარლამენტში ენმ-ის ორი დეპუტატი: ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ. 

შეგავხსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით,  ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი