"გადაგამტვრევ გოგო მუხლებში", "ნუ იჭიმები ბაყაყივით" - ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

გამოქვეყნდა:

"გადაგამტვრევ გოგო მუხლებში" - ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ნინო ნადირაშვილმა, თავისივე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან", თათია ნიკოლაშვილს და რამდენჯერმე ტრიბუნასთან მყოფ დეპუტატს მუშტი ჩაარტყა.

გაწევ - გამოწევა იყო ეროდი გორდელაძესა და დავით მჟავანაძეს შორის. "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა და “ხალხის ძალის” წევრმა გორდელაძემ მჟავანაძეს “ბაყაყი” უწოდა: "ნუ იჭიმები თუ ძმა ხარ ბაყაყივით"

ქეთი ხომერიკი სხდომაზე პლაკატებით მივიდა და თათია ნიკოლაშვილს "გირჩი" ეძახა და თქვა, რომ მას "ახალი წლის მოპარვა" უნდოდა, მოგვიანებით ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ხომერიკი"გრინჩს" გულისხმობდა.

ამჟამად ქართულ ოცნების დეპუტატი და წინა ხელისუფლების დროს პროკურორი გოჩა კილაძე კი მთელი ამ დაპირისპირების დროს, "ქათმებს" გაჰყვიროდა.

წყარო: გურიის მოამბე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი