უწყვეტი პროტესტი ათონელის რეზიდენციასთან | რა გეგმები აქვთ აქციის ორგანიზატორებს

გამოქვეყნდა:

ათონელის რეზიდენცია დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციის ეპიცენტრი ხდება. მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული პროტესტისთვის შეკრებილი არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარამჭერებიდა ოჯახის წევრები. აქციის ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძეა. 

ხელისუფლებას ამ აქციაზე სტანდარტული რეაქცია აქვს - რეზიდენციის პერიმეტრზე პოლიციის რაოდენობა შესამჩნევად გაზრდილია. როგორ იმოქმედებენ ძალოვანები უცნობია, ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია აქციის მონაწილეთა გეგმებიც. არ არის გამორიცხული, რომ აქტივისტებმა, რომლებიც საქართველოს და უკრაინის დროშებით და სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების ტრანსპარანტებით ათონელის ქუჩაზე დგანან კარვების გაშლა გადაწყვიტონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი