
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა ჯავის ქუჩაზე 23 დეკემბერს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 50 წლამდე კაცი ამავე ქუჩაზე მცხოვრები ბონდო კისიევია.
ამავე თემაზე: