შიმშილობის მე-11 დღე პარლამენტში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე ექიმმა მოინახულა. მისი შეფასებით, მდგომარეობა უკვე საშიში ხდება, რადგან მომდევნო დღეებში შესაძლოა, წონის 40-50%-ით დეკომპენსაცია დაიწყოს, რითაც წითლიძის სიცოცხლისთვის საფრთხე იქნება.
ექიმები წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
"პაციენტი ძალიან მკაცრად შიმშილობს, საერთოდ არაფერს იღებს, წყალსაც კი ნახევარ ლიტრას, მეტს არა, ერთ ჭიქა ყავას და სულ ესაა. რა თქმა უნდა, ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად, რახან ორგანიზმში არ აქვს ქრონიკული დაავადებები, ახასიათებს შეაცნობინოს სტაბილურობა მე-11 დღეს, მაგრამ უკვე საშიში ხდება, იმიტომ რომ წონის დეკომპენსაცია შეიძლება მოხდეს 40-50%-ით რაც მისი სიცოცხლისთვის იქნება საფრთხე", - ამბობს ექიმი.
ანი წითლიძემ დღეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მისი თქმით, ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
ამავე თემაზე: