"არი რო მძიმე? ვინ იცის აბა?...თქვენ უკეთ იცით მე რატომ მეკითხებით.. " - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელის მიტროპოლიტმა იოანემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მეუფე იოანემ თქვა, რომ ეს ექიმების გადასაწყვეტია და ის სასამართლოსა და ექიმებს ენდობა.
"არი რო მძიმე, ვინ იცის აბა?! რა პოზიცია, რაც არ ვიცი, ეგ არის ექიმების გადასაწყვეტი, ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, რა პოზიცია მქონდეს... მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოსა და ექიმებს", - თქვა მეუფე იოანემ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: საბა ბუაძე