"შეიძლება, ვიღაცა ჰყავდა კიდევ სხვები, ერთი როგორ მოკლავდა ამ ორს ესე წამებით" - მოკლული ქალის დედა

გამოქვეყნდა:

ცოლ-ქმრის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს წინასწარი პატიმრობა შეეფერადა.  სომხეთის მოქალაქეს ბრალად  2 პირის განზახ მკვლელობას ედება. 

მოკლული ცოლ-ქმარი ფასანაურში უკვე დაკრძალეს. ქალის მშობლები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ ამ სისასტიკეს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა და აქვთ ეჭვი, რომ მკვლელობაში ერთზე მეტი პირი იღებდა. 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ორშაბათს, დღის 4 საათზე, ცოლ-ქმარი წავიდნენ რუსთავში, საიდანაც უნდა წამოეყვანათ მათი კუთვნილი ავტომობილი, მათ თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. ცოლ-ქმარს ავტომობილი დანიშნულების ადგილზე არ დახვდათ. კონფლიქტი, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ განვითარდა. 

"წინასწარ ჰქონდა შემზადებული ადგილი მოსაკლავად. წაიყვანა მოტყუებით ღამით, გადაიყვანა მანქანიდან, განახებთ მანქანასო და მიიყვანა. შეიძლება, ვიღაცა ჰყავდა კიდევ ჰაყვდა სხვები, ერთი როგორ მოკლავდა ამ ორს ესე წამებით. სადისტურად არის მოკლული. დანები აქვს დარტყმული გულში ორივეს და ვინ იცის რამდენ ადგილზე. ჩემი შვილი დაცვას რომ ცდილობდა, აი მაში აქედან აქვს გაყრილი და მეორე მხარეს გამოსული. რისთვის?.. ჭაში ჩაყარა მკვდრები, ზევიდან კიდევ, უზარმაზარი ქვები გამზადებული ჰქონია, დამარხა ამ ქვებში",- ამბობს მოკლული ქალის დედა. 

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისი- რუსთავის გზაზე 19 დეკემბერს მოხდა.  ბრალდებულმა ცოლ-ქმარს ჭრილობები დანით მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოკლული ცოლ-ქმარის არასრულწლოვანმა შვილმა ამოიცნო. 

ამავე თემაზე:

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი