პარლამენტის თავმჯდომარემ მოშიმშილე დეპუტატი, ანი წითლიძე მოინახულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ. შალვა პაპუაშვილმა წითლიძის თანაგუნდელებს მიმართა, მათაც დაარწმუნონ დეპუტატი, რომ შეწყვიტოს პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. პაპუაშვილის თქმით, ესაუბრა ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ მდგომარეობა მისულია იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე შეიძლება წითლიძის ჯანმრთელობა შეუქცევადად დაზიანდეს:
"მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა...
შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება " ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ანი წითლიძე უკვე 12 დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და გადარჩენის მოთხოვნით, საკნონმდებლო ორგანოში შიმშილობს.
მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.