"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა". ამის შესახებ ექიმმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ექიმის თქმით, წითლიძის ორგანიზმი შიმშილის გამო ვეღარ ასტაბილურებს მონაცემებს. ექიმი შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას გასცემს.
"პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულის რევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და რეკომენდაციაა შეწყვიტოს შიმშილობა", - ასე აღწერა ექიმმა პოლიტიკოსის მდგომარეობა.
ცნობისთვის, დეპუტატი უკვე 12 დღეა შიმშილობს, მისი თქმით, ის პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.