საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი პატიმრის სამედიცინო მომსახურებას - აზარაშვილმა ამით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა:
"თქვენი უფროსების მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
ამავე თემაზე: