ათონელზე, "ლოგისტიკური სირთულეების გამო", პრეზიდენტმა ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორბელიანების სასახლესთან,  "ლოგისტიკური სირთულეების გამო",  ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა:

"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის  საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას.
აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება." ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და შეწყალების მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი 23 დეკემბრიდან დაიწყო. მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი იმისთვის, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან ღამეებს ათევენ. 

გარდა ამისა, ორბელიანის მოედანზე მერიას მოწყობილი აქვს საახალწლო სოფელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი