ღირსების საკითხია საქართველოსთვის, რომ ეს ადამიანი არ გარდაგვეცვალოს პატიმრობაში - დედა სიდონა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"გადაარჩინე მესამე პრეზიდენტი"- კამპანიას დედა სიდონიაც შეუერთდა. ის პირველი სასულიერო პირია ქვეყანაში, რომელიც უერთდება სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილ წერილს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ქვეყნისათვის ღირსების საკითხია.

" ეს მარტო მესამე პრეზიდენტს პირადად კი არ ეხება, მის ოჯახს და მხარდამჭერებს, ეს საქართველოს ინტერესებშია და სწორედ ამიტომ თხოვნით  მივმართე მე ქალბატონ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს მომავლისთვის რომ ეს ადამიანი არ გარდაგვეცვალოს პატიმრობაში ეს ღირსების საკითხია საქართველოსთვის რომ ამ რაღაც შოუს არ ვუყუროთ" -  ამბობს დედა სიდონია

კამპანიის, "გადაარჩინე მესამე პრეზიდენტი" ფარგლებში, ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე დღეს თელავში ჩავიდა და ქალაქის აგრარულ ბაზარში დასაქმებულებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი