"ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები იმერეთის რეგიონში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე "მთავარმა" იმერეთის რეგიონში მმართველი გუნდის კანდიდატთა ვინაობა გაარკვია. იმერეთი ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მაჟორიტარი ეყოლება. 

იმერეთის რეიონი ოთხ მაჟორიტარულ ოლქადაა გაყოფილი, აქედან ქუთაისის  მუნიციპალიტეტში "ოცნებიდან" ინფექციური საავადმყოფოს დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე იბრძოლებს, 2014-2017 წლებში ლომინაძე ქართული ოცნების სიით საკრებულოს წევრი იყო. ლომინაძემ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად იქნება "ქართული ოცნების" მაჟორიტარი.

საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქში პაატა კვიჟინაძე, იგი საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. 

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში "ოცნებას" ელგუჯა გოცირიძე წარმოადგენს, ისიც ტყიბულის და თერჯოლის მოქმედი მაჟორიტარი, ასევე თბილისში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს დამფუძნებელი და ექიმია. 

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონის ოლქში მმართველ პარტიას წარმოადგენს გივი ჭიჭინაძე, ხონისა და ვანის მოქმედი მაჟორიტარი. ცნობილია, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია. 

"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ წარადგენს, მანამდე კი "მთავარმა" მაჟორიტარების ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. 

ასევე საპარალმენტო არჩევნების პარალელურად ქუთაისში მერის არჩევნებიც გაიმართება და "ქართული ოცნებიდან" ამ თანამდებობის მოსაპოვებლად ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან აპრილში გადადგა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი