თბილისის მერია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან გაშვებით "სჯის"

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება “მთავარი არხის” რესპონდენტებზე ზეწოლას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას განაგრძობს. საკუთარი სოფლის პრობლემებზე საუბრის გამო, თბილისის მერია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს სახლში გაშვებით სჯის. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ხათუნა ასკარგიზი აქ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი თქმით, ერთ-ერთ სანიმუშო თანამშრომლადაც მოიაზრებოდა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, სოფელ ხიდისყურის პრობლემებზე "მთავართან" ღიად ისაუბრა და ხელისუფლება გააკრიტიკა, იგი არასასურველ თანამშრომლად გადაიქცა და ორი დღის წინ, მისმა ხელმძღვანელმა პირდაპირ უთხრა, რომ ამის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

ასკარგიზის თქმით, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება "მაღლიდან" მიიღო. 

დაახლოებით ერთი წლის წინ, იგივე მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლეს მისივე მეუღლე, რის შემდეგ ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ახლა დახმარებას ითხოვს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი