EU-ში ვერ შეხვალ თუ ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებული ადამიანისგან კულისებიდან იმართება - ფეიგინი

გამოქვეყნდა:

რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა და პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე ისაუბრეს. მარკ ფეიგინის შეფასებით, ხელისუფლების მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საფრთხეს უქმნის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"სააკაშვილი ხელისუფლების ოპონენტია და ის, თუ როგორ ექცევი ოპონენტებს ლაკმუსის ქაღალდია და ცხადია, თუ ამ ტესტს ვერ ჩააბარებთ პრობლემები გექნებათ გაწევრიანების გზაზე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ზღვარი გაავლოს, სად უნდა. არასტაბილურ ელემენტებს ვერ მიიღებენ NATO-სა და ევროკავშირში ან იქნებ ასეც აწყობთ, არ სურთ ჩრდილოელი მეზობლის გაბრაზება. თუ კი მართლაც გამოიკვეთება რუსული კვალი, ეს უფრო სამწუხარო იქნება. ევროკავშირში ვერ შეხვალ თუ ხელისუფლება თუნდაც კულისებიდან იმართება ადამიანებისგან, ვინც დამოკიდებულია რუსეთზე. გეგმა არის და ეს არის დაძაბულობის შექმნა საჭირო ადგილზე, როცა უკვე დადგება საკითხი, საით წავა საქართველო", - თქვა ფეიგინმა.

გელა ვასაძემ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტმა თბილისს გზავნილებით მიმართოს.

"ვიცი, რომ ივანიშვილს არ უყვარს სააკაშვილის, მას ეშინია პუტინის, რადგან ერთხელ უკვე გამოექცა და დაიმალა, ესაა სწორედ რუსული კვალი. მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენმა, რომელმაც არაერთხელ მეგობარი უწოდა სააკაშვილს და თბილისშიც იყო, მიიღოს გზავნილი. ვფიქრობ, ეს საკმარისიც იქნება", - თქვა ვასაძემ.

ამავე თემაზე:

გადავარჩინოთ მიშა - ფეიგინი ინიციატივით გამოდის 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან აქციები გაიმართოს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი