"ეკონომიკის დუღილი", "შესრულებული 12-პუნქტიანი გეგმა" და ხელისუფლების "გონივრული პოლიტიკა" | ღარიბაშვილის წლიური ანგარიში

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის წლიური ანგარიში და დაუსრულებელი ტრაბახი. ეკონომიკა დუღს, 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულია, საქართველოს ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას მიჰყვება, პატიმრების უფლებები მაქსიმალურად დაცულია, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი რეგიონში - პრემიერი დღეს საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. 1 საათის განმავლობაში ე.წ. მიღწევებზე ისაუბრა, მთავრობა ბევრჯერ შეაქო და საკუთარი თავითაც ბევრჯერ დაიტრაბახა. 

მთავრობის მეთაურის ნათქვამი მალევე გააფორმეს "ოცნების" ლიდერებმა. ღარიბაშვილის მოხსენებას შთამბეჭდავი, თავად პრემიერს კი ძალიან ძლიერი უწოდეს. მთავრობის მეთაურმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა, მისი მალე დასრულება ისურვა, მაგრამ უკრაინის გამარჯვების მოლოდინზე არაფერი უთქვამს. თუმცა ყველაზე დიდი გაუგებრობა და სკანდალი ღარიბაშვილის ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელიც, მისი თქმით, რეგიონში მეორე მონაკო უნდა გახდეს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი