თბილისის მერი, კახი კალაძე ისევ იმეორებს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდება, ასეთი სტატუსი არ გვინდა. ამ თემაზე მან კითხვას საკრებულოს სხდომაზე უპასუხა და თქვა, რომ თუ ასეთი წინაპირობაა, სტატუსი ევროკავშირს შეუძლია თავისთვის დაიტოვოს.
"როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, თუ გნებავთ ჩემი პირადი დამოკიდებულება პირადად გეტყვით, საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის", - თქვა კალაძემ.
მიუხედავად ამისა, კალაძემ თქვა, რომ ხელისუფლება თავის გასაკეთებელს გააკეთებს და ყველა ნაბიჯი გადაიდმება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
მან ისევ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის "შემოტანა ქვეყანაში, როგორც განუბაჟებელი საქონლის, თავიდანვე დაგეგმილი იყო".
ცნობისთვის, მანამდე კახი კალაძემ 14 დეკემბერს თქვა, რომ თუ სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საქმეაზე დამოკიდებული, მაშინ ევროპამ "თავისთვის დაიტოვოს არაფრისმომცემი სტატუსი".