"მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი" - ხმალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

მერის მოადგილეს ეცინება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის სასახლის წინ, რუსული სოფელია გამართული: 

"ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს" ამბობს კალაძის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ზურაბიშვილის პასუხად.

რუსული სოფელია ჩემს კარებთან - განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც ხელისუფლების მხრიდან მუქარასა და შანტაჟზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი არც ერთ ქვეყანაში არ იქნებოდა გამართული პრეზიდენტის სასახლის წინ.

თბილისის მერიას ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი აქვს მოწყობილი.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ზურაბიშვილმა სასახლეში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გააუქმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი