მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "სააკაშვილი დაცემული არ არის".
"სააკაშვილი დაცემული არ არის. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის. სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები მომხრეებში გესმით, ალბათ, ვის ვგულისხმობ. სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება", - თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს, 28 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი, ვინც ახლა მას "მორალს უკითხავენ" ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.