ვინც დღეს მემუქრებიან, მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან მუქარას პასუხობს და ამბობს, რომ ის ადამიანები, რომელბიც კარიერით თუ სხვა ფორმით ემუქრებიან, 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის შტაბში, "ქართუ ბანკში" ან სხვა თამადებობებზე იყვნენ. 

მისი თქმით, ეს ადამიანები ასწავლიან როგორ უნდა ებრძოლოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.

"ეს იყო მიზამიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან ასე ვთქვათ, რომლის დღეს მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს, 2007-ს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან რომ შეძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები ახლა მასწავლიან, მიკითხვაენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს რომელიც დღეს უკვე დაცემულია?! მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო ქართუ ბანკში, კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და პერსონალური ეს არ მინდა გავხადო. მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! - თქვა ზურაბიშვილმა. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი