სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე Facebook-ზე "ოცნებისგან" გამოჯნული პარტიის "ხალხის ძალის" მიერ დააანონსებულ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნასა და შესაბამისი კანონპროექტს დააინიცირებს ეხმაურება.
"ევროკავშირმა საქართველოს შეფასებისას აღნიშნა რომ საქართველოს კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიამობასთან დაკავშირებით იყო კარგი
რისი ინიცირებაც იგეგმება, შესაბამისად ევროკავშირთან დაგვაშორებს
ეს კანონპროექტი ჩემთვის არის СНГ",- წერს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ იანვარში პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი". მათი თქმით, რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა "შესაბამისი" არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტებისთვის.
ცნობისთვის, "ხალხის ძალა" მმართველი პარტიიდან გასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. ისინი დეზინფორმაციულ, ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ავრცელებენ რიტორიკას "ომში ჩართვაზე" და "მეორე ფრონტზე", თავს ესხმიან ელჩს, კელი დეგნანს.
ვრცლად იხილეთ: