ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაილ ბოლსონარუმ მოაწერა.
"ოფიციალური გლოვაა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში, ამ განკარგულების გამოქვეყნების დღიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლსონარომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ პელემ ფეხბურთის მეშვეობით ბრაზილიას სახელიმ სოფლიოში გაუთქვა - "მან ფეხბურთი ხელოვნებად და სიხარულად აქცია".
პელე 82 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ბოლო პერიდში მკურნალობდა. ფეხბურთელს სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა.
პელე ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970 წლებში). მას მოგებული აქვს 10 სახელმწიფო და 6 ლიგის ტიტული, შესულია გინესის რეკორდების წიგნში 1 279 გოლის გატანით 1 363 მატჩში.