აქცია ცდება ვიწროპარტიულ ინტერესს და ვერ იქნება პარტიული და გეოგრაფიული საზღვრებით - მელია 4 იანვრის აქციებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს 8 დიდ ქალაქში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების დედაქალაქებში, საქართველოს საელჩოებთან 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მთავარი მოწოდებაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ეს არ არის ვიწრო პარტიული აქცია, ამიტომ მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული მომავალი, მივიდეს აქციაზე.

"4 იანვარს, თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელებისთვის და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა მიერ გამოცხადდა მსოფლიო სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად და მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, თანამოაზრე შეიკრიბება ერთადერთი მოთხოვნით, გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ბუნებრივია, ამ ხასიათის აქცია ცდება ვიწროპარტიულ ინტერესს და ის ვერ იქნება ვერც პარტიული საზღვრებით და ვერც გეოგრაფიული საზღვრებით" - ამბობს ნიკა მელია

შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი