მესტიაში, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს- გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თავად დაკავებულები თავს ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით, ხოლო გიორგი ცინდელიანს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ორმაგი მკვლელობა მესტიაში, სოფელ ეცერში 1-ელ იანვარს, ღამით მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი