რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის თქმით, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსოფლიოს მინიმუმ 40 ქალაქში გაიმართება.
აქცია თავად ფეიგინის ინიციატივით იმართება. უფლებადამცველი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გამოცხადებულია გლობალური საერთაშორისო აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. 4 იანვარს 12:00 საათიდან დაახლოებით 14:00 საათამდე, ყველას შეგიძლიათ მიხვიდეთ საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან, იმ ქვეყნებში, რომლებშიც იმყოფებით. ახლა მოდის ინფორმაცია, რომ მინიმუმ, 40-მდე ქალაქში გაიმართება ეს აქცია და თავად საქართველოშიც გამოვა ბევრი ხალხი", - თქვა მარკ ფეიგინმა.
ცნობისთვის, გლობალური აქციის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ჭორვილასა და ურეკში. მოქალაქეები 18:00-ზე შეიკრიბებიან. დედაქალაქში შეკრების ადგილი მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენციები იქნება.
ამავე თემაზე: